51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია ("ქართული ოცნება") - 31 კომპანია, ნინო წილოსანი ("ქართული ოცნება") - 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი ("ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის") - 13 კომპანია.

"რაც შეეხება კანონდარღვევას, აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება"), დიმიტრი სამხარაძე ("ქართული ოცნება"), იოსებ მაკრახიძე ("ქართული ოცნება"), მამუკა მდინარაძე ("ქართული ოცნება"), მარიამ ჯაში ("ქართული ოცნება"), დავით ჭიჭინაძე ("ქართული ოცნება"), დიმიტრი ხუნდაძე ("ქართული ოცნება"), მამუკა ჩიქოვანი ("ევროპული საქართველო - რეგიონები"), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები)", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."