რა კომენტარს აკეთებს ნარმანია "სითი პარკის" შესახებ კალაძის განცხადებაზე

რა კომენტარს აკეთებს ნარმანია "სითი პარკის" შესახებ კალაძის განცხადებაზე

ჩვენ მოლაპარაკებით ვერაფერს გავხდით და თუ მომავალი მერის მხრიდან უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული "სითი პარკთან" მიმართებაში, ეს მხოლოდ მისასალმებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "სითი პარკთან" დაკავშირებით თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

"სითი პარკთან" ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია - ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ. ბუნებრივია, მკაცრი ზომები უნდა იქნას გატარებული, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ "სითი პარკთან" გაფორმებულია ძალიან კაბალური ხელშეკრულება. ჩვენ მოლაპარაკებით მათთან ვერაფერს გავხდით, არც ერთი გონივრული წინადადება მათი მხრიდან არ იქნა მიღებული. თუ უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული მომავალი მერის მხრიდან, ეს მხოლოდ მისასალმებელია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კახა კალაძის თქმით, როგორც კი მერიაში შევა, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ქალაქში ხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."