რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 429 052 ლარი - დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული.

მიმდინარე წლის 27 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრი ფლობს 451 კვარატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დმანისში; 500 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და 1250 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 888 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დედაქალაქში; 12 357 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წავკისში; 6 363 კვ. მეტრისა და 3 091 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს წავკისში; 31,40 კვ. მეტრი ფართობისა და 32 კვ. მეტრის ბინებს დმანისში; 1 682 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს თბილისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს დმანისში და 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დმანისში.

კახაბერ ოქრიაშვილს ასევე ეკუთვნის სს "ელექტრონიკა 94"-ის 21 624 აქცია; სს "პსპ დაზღვევას" 5 000 000 აქცია, რომელიც 2016 წელს 5 000 000 ლარად შეიძინა; მის საკუთრებაშია ასევე "პსპ დაზღვევას" 9 000 000 აქცია, რომელიც 2015 წელს 9 000 000 ლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მას "ბანკი ქართუს" მიმდინარე ანგარიშზე 65,36 დოლარი; 5 412,70 ლარი; 0,29 ევრო; 2 578,48 დოლარი; 698,34 ევრო ჰქონდა.

სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, ოქრიაშვილი 11 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "ჯეომედი", რომლის 25%-იან წილს ფლობს; შპს "პსპ ფარმა", რომლის 100%-იანი წილის მფლობელია; შპს "აქსა მედიქალ"; შპს "პსპ საქართველო", საწარმოს 59%-იანი წილი ეკუთვნის დეპუტატს; შპს "სანიმედი", რომლის 100%-იანი წილი მას ეკუთვნის; შპს GMP Production, მას საწარმოს 95% ეკუთვნის; 15%-იანი წილი აქვს შპს "მარგვეთში"; შპს "პატრია მედიკა"; შპს "ჯისითი"; სს "პსპ დაზღვევა" და შპს "მანდარინი". ამასთან, დეპუტატი 2 კომპანიის აქციონერია, საუბარია შპს "ალფასა" და სს "ელექტრონიკა 94-ზე". ამ კომპანიებიდან გასულ წელს პარლამენტის წევრს მხოლოდ 2 საწარმოს საქმიანობით აქვს შემოსავალი მიღებული.

განაგრძეთ კითხვა

"ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს..." - პრემიერი ლარსის საბაჟოსა და სვანეთში არსებულ ვითარებაზე

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს