ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა.

კობახიძის შეფასებით, მექვაბიშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის.

"წარმოგიდგენთ გენერალურ აუდიტორს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რაც არის აუცილებელი გენერალური აუდიტორისთვის. მას აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მათ შორის ეროვნულ ბანკში. მას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. გენერალურ აუდიტორს მე ვფიქრობ, უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი მექვაბისვილს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პარლამენტი აუცილებლად იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ირაკლი მექვაბიშვილთან და აუდიტის სამსახურთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."