რა რეკომენდაციებს აძლევს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას

რა რეკომენდაციებს აძლევს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას აძლევს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დამატებით რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ კომისიის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ძირითადი უფლებების ნაწილში ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის მიხედვით გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც სხვა ძირითადი უფლებების და თავისუფლებებისთვის, მაგალითად, შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით, რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9-ე მუხლის მეორე ნაწილს, ხოლო "პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის" აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს.

ასევე, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდელობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."