პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განსახილველად რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განსახილველად რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელს არ აწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ის თანხმობის დოკუმენტი არ არის. ამავე დროს პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ,'' - განაცხადა ანა დოლიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა.

პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს.

“საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14:00 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."