ნინო წილოსანმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა

ნინო წილოსანმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოზარდებს საჩუქრები მიუტანა და მათ საცხოვრებელ პირობებს დეტალურად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"ფონდი წილოსანი", რომლის მეშვეობითაც ბევრ პროექტს ვახორციელებ, ძირითადად გურიის რეგიონზეა ორიენტირებული. ვცდილობთ, ბავშვებს, როგორც განათლების, ასევე სოციალური კუთხით დავეხმაროთ. ამჯერად დიდი სურვილი მქონდა, გავცნობოდი, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლებს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან პრაქტიკულად სრულად დაიხურა დიდი ბავშვთა სახლები და მათი ბენეფიციარები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს", – აღნიშნა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

"დღეს სწორედ საოჯახო ტიპის სამ სახლს ვეწვიეთ. ბავშვებს საშემოდგომო ტანსაცმელი მივუტანეთ, გავესაუბრე ამ სახლების დირექტორებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ღირსეული სიტუაცია დაგხვდა. ბავშვების განვითარებისთვის კომფორტული და კარგი გარემოა შექმნილი. მოზარდებს, ფაქტობრივად, არაფერი აკლიათ, გარდა მშობლების მზრუნველობის. დირექტორებთან საუბრის შემდეგ რაღაც კონკრეტული იდეები გაჩნდა და ვფიქრობ, ფონდი წილოსანი ისევ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."