დავით ნარმანია - პირველი 2-3 კვირა ბაღები ყოველთვის გადატვირთულია, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა

დავით ნარმანია - პირველი 2-3 კვირა ბაღები ყოველთვის გადატვირთულია, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პირველი ორი კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღები ყოველთვის გადატვირთულია, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ამის შესახებ ნარმანიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა დასტაბილურდება.

"ჩვენმა წინამორბედებმა 9 წლის განმავლობაში 49 ბაღი დახურეს. ბავშვების და მშობლების მხრიდან ბაღებზე მოთხოვნაა, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღების მშენებლობა, როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში. ამის შედეგია ის, რომ დღეს ქალაქს დამატებით 12 ახალი საბავშვო ბაღი აქვს, ორი - ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და 13 ბაღის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, განიტვირთება საბავშვო ბაღები და აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფებში იქნება შედარებით ნორმალური. პირველი ორი სამი კვირა თითქმის ყოველთვის ასეა, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, გარკვეული დროის შემდეგ ბაღებში მდგომარეობა დასტაბილურდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, პედაგოგების გადამზადება უწყევეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"მას შემდეგ რაც მოვედით ხელისუფლებაში, პედაგოგების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ბაღებს არ ჰყავდათ ფსიქოლოგი და ახლა თითქმის ყველა ბაღს ჰყავს. მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება უწყვეტ რეჟიმში", - აღნიშნა თბილისის მერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."