სერგო რატიანი ირაკლი კობახიძეს - თქვენ მოატყუეთ როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო

სერგო რატიანი ირაკლი კობახიძეს - თქვენ მოატყუეთ როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო

თქვენ მოატყუეთ როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა. როგორც რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას განაცხადა, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიას გადაუგზავნა დოკუმენტი და არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

”ვენეციის კომისიას გაუგზავნეთ დოკუმენტი და არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინეთ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის რწმენის თავისუფლების კუთხით გაკეთებული თქვენი შენიშვნა რამაც გამოიწვია შეშფოთება საქართველოში არსებულ კონფესიებში. ყველა შეშფოთებულია ამ შენიშვნით. ეს არის გარკვეულწილად უკან გადადგმული და ქართული ტრადიციის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ ჩანაწერით ქვეყანამ გადადგა უკან ნაბიჯი. რა აზრი ჰქონდა ვენეციის კომისიაში დოკუმენტის გაგზავნას თუ არ აპირებდით გათვალისწინებას? თქვენ მოატყუეთ როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო”, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."