გიორგი კანდელაკი - საერთოდ რატომ შეაწუხეთ ეს ავტორიტეტული ორგანო - ვენეციის კომისია?

გიორგი კანდელაკი - საერთოდ რატომ შეაწუხეთ ეს ავტორიტეტული ორგანო - ვენეციის კომისია?

საერთოდ რატომ შეაწუხეთ ეს ავტორიტეტული ორგანო - ვენეციის კომისია? - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.

კანდელაკი დაინტერესდა, რა აზრი ჰქონდა ცვლილებების პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას, როცა მისი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის.

”საზოგადოების და პარტიების ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს, საერთოდ რატომ გაუგზავნეთ ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას, რადგან ჯერ გაუგზავნეთ, მერე შენიშვნები არ გაითვალისწინეთ და მეორე მოსმენით მაინც მიიღეთ. კონსტიტუციას ახლა მესამე მოსმენით იღებთ, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებით. საერთოდ რატომ შეაწუხეთ ეს ავტორიტეტული ორგანო?” - მიმართა კობახიძეს გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, მესამე მოსმენით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.

უმცირესობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."