თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს ტრიბუნაზე "აუვარდა" - რა ხდება პარლამენტში

თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს ტრიბუნაზე "აუვარდა" - რა ხდება პარლამენტში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. ამის გამო, სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენებაც გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო

თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და ჯერ თავად მას მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ მელია დარბაზიდან გაეყვანათ.

ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

წაიკითხეთ ასევე: პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დატოვეს

რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

გიორგი კანდელაკი - საერთოდ რატომ შეაწუხეთ ეს ავტორიტეტული ორგანო - ვენეციის კომისია?

გიგა ბოკერია - დააბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენაზე, დაგიჭერთ მხარს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."