პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დატოვეს

პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დატოვეს

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეფასებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ამოძრავებს.

მათივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიღებული კონსტიტუციით მოატყუა როგორც საზოგადოება, ასევე ვენეციის კომისია. ნიკა მელიამ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მარტო არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს.

როგორც "ევროპული საქართველო" წევრებმა განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწლეობას არ მიიღებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."