რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

რომან გოცირიძე - თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

თქვენი კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

რომან გოცირიძის განცხადებით, კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" ცდილობს, არის კრიზისული დოკუმენტი, რომელსაც ქართველი ხალხი "არ აპატიებს".

"ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი გარდა, ერთადერთი პარტიისა. ვინ გიჭერთ გარეთ მხარს? ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეთ რომ არის უარყოფითი. თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაქვთ. ვერ მოძებნეთ ვერც ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. თქვენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მოძებნეთ რომელიც ელემენტარულად ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია.

არადა, არ გაკლიათ არც მასმედია და არც ექსპერტების ნაკლებობა. 2030-ის მთელი საექსპერტო სამყარო შეკარით და 5-6 კაცი პარლამენტშიც არის. სად არიან ახლა ისინი?

აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ კონსტიტუციის შექმნაში.

ეს არის კრიზისული დოკუმენტი და ქართველი ხალხი ამ დოკუმენტის მიღებას არ გაპატიებთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

"სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით - მას თავის სახით ადგას მიხეილ სააკაშვილი და ტანი არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კონსტიტუცია მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."