პრემიერის და მინისტრების ემოციები მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩზე

პრემიერის და მინისტრების ემოციები მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩზე

29 სექტემბერს, თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელიც "მსოფლიო XI-ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; "მსოფლიო XI": ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. ამ მიზნით 403 214 ლარი შეგროვდა.

მატჩს ესწრებოდნენ პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ზურაბ ალავიძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვები ემოციურად აღნიშნავდნენ თითოეულ გოლს და ფოტო და ვიდეოზეც იღებდნენ სანახაობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."