სააკაშვილი ოდესელებს: "მადლობა რომ არ დამივიწყეთ, მეც არასდროს დაგივიწყებთ"

სააკაშვილი ოდესელებს: "მადლობა რომ არ დამივიწყეთ, მეც არასდროს დაგივიწყებთ"

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრა "პრიმორსკი ბულვარში" ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყო, სადაც სააკაშვილის ასობით თანამოაზრე იყო შეკრებილი.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ოდესაში დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, სააკაშვილი შეკრებილებს შეპირდა, რომ უკრაინაში არსებულ ბოროტ რეჟიმს დაამარცხებს.

სააკაშვილმა მოსახლეობას მადლობა იმისთვისაც გადაუხადა, რომ ის არ დაივიწყეს. ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, საკუთარ მხარდამჭერებს ისიც არასდროს დაივიწყებს - "მადლობა რომ არ დამივიწყეთ, მეც არასდროს დაგივიწყებთ", აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა და ქვეყნის მასშტაბით ტურნე წამოიწყო. 17 სექტემბრიდან ის რამდენიმე ქალაქში, კერძოდ, ვინიცაში, დნეპრში, ზაპოროჟიესა და ჩერკასიში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."