გენერალურ აუდიტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, პოსტს ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილიც

გენერალურ აუდიტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, პოსტს ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილიც

გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს ახალი მოადგილეები ჰყავს. მექვაბიშვილმა ორი ახალი მოადგილის დანიშვის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად მიაწოდა.

როგორც მექვაბიშვილმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დაინიშნენ.

გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილი.

ჯავახიშვილის გარდა გენერალური აუდიტორის უფროსის ყველა სხვა მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."