"რეზონანსი": ლარის გამყარების პერსპექტივა 2018 წელსაც მოისპო

"რეზონანსი": ლარის გამყარების პერსპექტივა 2018 წელსაც მოისპო

დიდი ალბათობით, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის პროექტიდან აშკარად ჩანს.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მისი მოცულობა 12,2 მლრდ-მდე იზრდება, ძირითადად სწორედ ვალების ხარჯზე. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიც დაანგარიშებულია კურსით 1 დოლარი 2,50 ლართან. ეს ნიშნავს, რომ გაისადაც ეროვნული ვალუტა დაახლოებით ამ ფარგლებში იტრიალებს და გამყარების პერსპექტივა არ ექნება. პირიქით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სამომავლოდ ლარს კიდევ უფრო გაუჭირდება.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, შემოსავლები 10 120.0 მლნ ლარი იქნება. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 780.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 630.0 მლნ ლარია, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 4390.0 მლნ ლარს უტოლდება, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელს, იგი 1 450.0 მლნ ლარით (მშპ-ის 3.6 პროცენტი) განისაზღვრა.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."