კახა კალაძე - თუ ერთობლივი დებატები ვერ შედგება, შემდეგ ვნახოთ, რამეს გადავწყვეტთ

კახა კალაძე - თუ ერთობლივი დებატები ვერ შედგება, შემდეგ ვნახოთ, რამეს გადავწყვეტთ

თუ ერთობლივი დებატები ვერ შედგება, შემდეგ ვნახოთ, რამეს გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ ტელევიზიაში რომ მივიდეს და მეორეში არა, ყველას ეწყინება, ყველგან მისვლა შეუძლებელია და ამიტომ უნდა შეიქმნას ერთი პლატფორმა.

"მე მაქვს ჩემი პროგრამა, მაქვს დაგეგმილი ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ამასთანავე, არის ყველა ტელევიზია, რომელიც ითხოვს მერობის კანდიდატების დებატებს. შეუძლებელია ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს. ასევე როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში - არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეიქმნას ერთი პლატფორმა, სადაც შეიძლება რომელიმე ტელევიზიაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობოებს ვთხოვოთ და დაგვეხმარონ, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს და დასვას შეკითხვა, რომელიც აინტერესებს. ასე არავის ვაწყენინებთ და დებატებიც შედგება. თუ ვერ მოხდა, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."