ელისაშვილი კალაძეს: უხერხულია დებატებიდან გაქცევა - დუელში ან სახმალაოდ ხომ არ გიწვევ?

ელისაშვილი კალაძეს: უხერხულია დებატებიდან გაქცევა - დუელში ან სახმალაოდ ხომ არ გიწვევ?

კახა, უხერხულია დებატებიდან გაქცევა - დუელში ან სახმალაოდ ხომ არ გიწვევ? - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თავისი კონკურენტის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საპასუხოდ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კახა კალაძეს თუ იმის პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ მასზე კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და მასზე უკეთესად მოუვლის დედაქალაქს, დაჯდეს დებატებზე და ისაუბროს.

"ბანერები არ არის მთავარი, ბანერები ხალხს არ ელაპარაკება, ხალხს უნდა ესაუბროს კანდიდატი და რისი ეშინია, რატომ გაურბის ამ დებატებს. დუელში ან სახმალაოდ ხომ არ ვიწვევ?

თუ იმის პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ ჩემზე კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და ჩემზე უკეთ მოუვლის ამ ქალაქს, დაჯდეს და ისაუბროს.

სელფები, კლიპები და ბანერები კი არ არის მთავარი, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ უფრო კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და ვის უფრო კარგად აქვს დანახული მათი მოგვარების გზები. კახა, უხერხულია, ეს გაქცევა დებატების შეთავაზებიდან", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძეს დებატებში პირისპირ მონაწილეობა რამდენჯერმე შესთავაზა. კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ დებატებში მხოლოდ თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დაჯდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."