"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მორიგ აქციას 14 ოქტომბერს გამართავს

 "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მორიგ აქციას 14 ოქტომბერს გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში მორიგ აქციას 14 ოქტომბერს გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" 14 ოქტომბერს, თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პუშკინის სკვერში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რა ხდებოდა დღეს თბილისის საკრებულოს შენობის წინ - ჯერ საკრებულო მთლიანად გამოკეტეს, როგორც ერთი ჯიხური, შიგნით შეიყუჟნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენი დეპუტატები შენობიდან გამოყარეს, მათ შორის ძალის გამოყენებით და რა ხდებოდა შენობის გარეთ, ამას ხომ მაყურებელი თვალს თავად ადევნებდა. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე.

დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის "გარაჟი" და ბოტანიკური ბაღი კი ივანიშვილის პირადი ბოსტანი - ეს გააკეთა დღეს საკრებულოს უმრავლესობამ",- განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, აქციაზე 10-მდე ადამიანია დაკავებული და პარტიის წევრებს მათი ადგილმდებარეობის დადგენა უჭირთ. "არავის ეგონოს, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით ბრძოლა დასრულდა. დღეს ვერ მივაღწიეთ შედეგს? ხვალ მივაღწევთ. ხვალ ვერ მივაღწევთ? ზეგ მივაღწევთ, ოღონდ აუცილებლად მივაღწევთ. ვაანონსებ შაბათს, 14:00 საათზე, ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას. რუსთაველის მეტროსთან ვიკრიბებით ყველა, რათა დავიბრუნოთ თბილისის დაკარგული ტერიტორიები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."