საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

 საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ, ხმათა დიდი უმრავლესობით ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ლადო ჭანტურიას ასამბლეის 120 წევრმა მისცა ხმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დილიდან დაიწყო ფარული წესით ხმის მიცემის პროცედურა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ლადო ჭანტურიასთან ერთად, კანდიდატებად საქართველოდან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ წარდგენილნი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."