ზაქარია ქუცნაშვილი - თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო

ზაქარია ქუცნაშვილი - თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საკრებულოს წინ გუშინ თინა ბოკუჩავას საქციელი დეპუტატისთვის შეუფერებელი იყო. აღნიშნული განცხადებით ქუცნაშვილი გუშინ თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის წევრს აქვს ყველგან დაუბრკოლებლად შესვლის უფლება, მაგრამ პარლამენტის წევრს არ აქვს საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის უფლება.

"როცა საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს, რომელსაც საკრებულოში აქვს ფრაქცია, ისმის ლოგიკური კითხვა - არ ენდობიან საკუთარ ფრაქციას? ფრაქცია ვერ დასვამს იმ კითხვებს, რაც მათ აინტერესებთ. თუ მიგაჩნია, რომ რადგან დეპუტატი ხარ ამის გამო ტრიბუნასთან უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო?! მაშინ განაცხადონ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ფრაქციას არ ენდობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."