საკრებულოსთან დაკავებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების მორიგი სასამართლო პროცესის დაწყებამდე სხდომათა დარბაზთან ხმაური იყო

საკრებულოსთან დაკავებული "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების მორიგი სასამართლო პროცესის დაწყებამდე სხდომათა დარბაზთან ხმაური იყო

საკრებულოსთან დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მორიგი სასამართლო პროცესის დაწყებამდე სხდომათა დარბაზთან ხმაური იყო. სხდომათა დარბაზთან შეკრებილები დარბაზში შეშვებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურის სამსახური არ აძლევდა. შელაპარაკება მანდატურის თანამშრომლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ, დეპუტატ თინა ბოკუჩავას შორისაც მოხდა. ბოკუჩავას ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას ხელი ჰკრეს და დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა სცადეს.

საბოლოოდ, ინციდენტი რამდენიმე წუთში მას შემდეგ ამოიწურა, რაც სხდომათა დარბაზში რამდენიმე დამსწრე შეუშვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 11 დაკავებულის საქმეს სასამართლო ერთად განიხილავს.

დღესვე, საქალაქო სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული სამი პირის პროცესი გაიმართა. ისინი მომდევნო სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."