ვის და რას ჩუქნიდა 1 ლარად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება

ვის და რას ჩუქნიდა 1 ლარად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია თავისუფლების მოედნის მიმდებარედ 1900 კვადრატული მიწის ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის საკითხი.

აღნიშნული თემა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების იარაღად იქცა, რომელსაც ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობის" და ახალი "ნაციონალური მოძრაობის" იგივე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიას შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულება აქვს, რომელიც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაში ერთ მილიონი დოლარის დახარჯვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც ასეთი ფორმით ფართების გასხვისებაზე შესაბამისი კონკურსი ცხადდება და მოგებულიც ყველაზე ოპტიმალური პირობის მქონე კომპანია ხდება, თუმცა ამ არგუმენტის "ნაციონალებისგან" მოსმენა მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუღებელია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დიდი წარმატებით ანიავებდა სახელმწიფო ქონებას პარტიის და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებზე თუ კომპანიებზე.

2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევებთან დაკავშირებით, 2012 წლის ბოლოს ვრცელი კვლევა მოამზადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", სადაც დეტალურად არის შესწავლილი თითოეული ქონების გასხვისების "ქეისი".

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათობით ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ერთ ლარად არის გასხვისებული. თუმცა, უცნობია იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს.

სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. მაგალითისთვის: ყოფილი თბილისის მერის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ძმის ირაკლი უგულავას კომპანია შპს "ჯოილენდი", შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ბეჟან ფარცვანია, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას კომპანია შპს "ქროსვეისი", შპს "vante Hospital Management Group", რომლის წილის 25%-ს ფლობს ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი, ამავე კომპანიის დირექტორია ივანე ყაჭიური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის "ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის" დირექტორი იყო. სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა შპს "ახალ ოფისს", რომლის დამფუძნებელიც კომპანია "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრია". მედიით გავრცელებული ინფორმაციის

თანახმად, აღნიშნული კომპანია ცნობილ ქართველ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს (ზარალას) ეკუთვნის, რომელიც "ნციონალური მოძრაობის" დროს პრესიდენტ სააკაშვილთან საკმაოდ მჭიდრო კავშირებით გამოირჩეოდა.

2007 წელი

ამ პერიოდში ჩუქების მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისში ბინები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შსს-ს თანაშმრომლების ოჯახებს. ასევე, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდს გადაეცა 12 სახეობის მოძრავი ქონება (ქართული ეროვნული სამოსი და მუსიკალური საკრავები).

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."