კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:45 / 12-10-2017
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათი აგრესიული პოლიტიკა დღესაც გრძელდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმაზე საუბრობს.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით; განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზაციით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით
გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში; მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული, როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე; ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა გამოხატული როგორც მშობლიურ ენაზე სწავლსი აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებლივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

"ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს", - დასძინა პრემიერმა.
14:17 / 13-10-2017
ქაიხოსრო
3
დავანებოთ თავი მათ მკურნალობას , მაინც აზრი არა აქვს , ჩამოვლენ , იმკურნალებენ და იქიდან გვაგინებენ და ზიზღს აფქვრევენ. თუნდაც პირდაპირი დიალოგი - სრული სისულელეა. გავა დრო და შეიცვლება გლობალური პოლიტიკა. თუმცა დღესაც უნდა იმუშაოს საგარეოსაქმეთა სამინისტრომ რომელიც ძალიან სუსტია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ უნდა აკონტროლოს აფხაზეთში რაღაც რაღაცეები და ვიღაც ვიღაცეები.......
გამოეხმაურე / 0 /
13:44 / 13-10-2017
lucia
2
რუსეთთან ლაპარაკი მორიგი წყლის ნაყვაა. მგლის თავზე სახარების კითხვა და კედელზე ცერცვის შეყრა. მორიგი შეთანხმების მერე კიდევ რამე ნაღმს ჩადებენ, და შეუიქმენა პრობლემები რომლის გადაჭრასაც საქართველო ვეღარ გაუძლებს.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"ახლაც, რაც ძალიან არ მომწონს, პირადი დაცვის ყოლაა"
გიორგი კვირიკაშვილი პირველად ალაპარაკდა პირადულ თემებზე ჟურნალ OK-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში
+VIDEO "პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო"
"ფასები იზრდება, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭირს, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა?!"
"ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება"
კამათი "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა
21 წლის ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49