ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება

ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაში იმყოფება

აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაშია, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, მუხთარლის მეუღლემ და შვილმა საქართველო გუშინ დატოვეს, რადგან გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლო იყო ლეილა მუსტაფაევა გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი.

"აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად, გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია. გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას", - წერს ადვოკატი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების შესახებ საგამოძიებო მასალებზე მუშაობდა, თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. მან გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."