კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:56 / 12-10-2017
ბოლო 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 1 545 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა ნებართვა
მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ნებართვა საქართველოს 1 545 მოქალაქეზე გაიცა.

"ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველომ რეადმისიის განაცხადი 1 571 პირის შესახებ მიიღო, აქედან 1 545 შემთხვევაში
რეადმისიაზე თანხმობა გაიცა, 26 შემთხვევაში კი განმცხადებელს უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი განაცხადი რეადმისიაზე მიღებულია გერმანიიდან (862), შემდეგ მოდიან: ავსტრია (138), საფრანგეთი (135), ჰოლანდია (127), საბერძნეთი (73), ესპანეთი (59), შვედეთი (57), ბელგია (49).

საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
13:44 / 13-10-2017
.
0
წადი იცხოვრე წლები ევროპაში და რო დაბრუნდები ნახავ რაც მოგივა. შეიძლება ჭკუიდან შეიშალო და გარეკო. ხალხი რო დანერვოზებულია ვერ უყურებთ? გაიხედეთ მარჯვნივ მარცხნივ და მიხვდებით. უცხოეთიდან დაბრუნებულისთვის ეს უდიდესი სტრესია
10:47 / 13-10-2017
ვახო
1
კი შიმშილით აბა. სუნამოს ქურდობა იტალიაში პრესტიჟია ჩვენი ქვეყნის? ერთი ადგილი გაანძრიეთ და იშრომეთ.ჩემი დედას ძახილს
ნიკო
0
13 ოქტომბერი 2017 13:27
შენ გეტყობა ოცნების ნავში ზიხარ..
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49