"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა

 "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტში კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებზე ისაუბრა

ყველა ჩვენგანს, ვისაც სუფთა წარსული გვაქვს და მშვიდობა გვინდა, საჭიროა ჩვენს აფხაზ ძმებთან სასაუბროდ მოვძებნოთ სამშვიდობო ენა - აუცილებელია ახალი პლატფორმის შექმნა და დარწმუნებული ვარ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი რექტორის ხელმძღვანელობით იქნება ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ძირითადი ბირთვი, რომელიც დაიწყებს ახალ სამშვიდობო ფორმატს სწორედ განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც სტუდენტებთან ლექცია წაიკითხა თემაზე - "აბრეშუმის გზა და ადვოკატის ახალი შესაძლებლობები".

დავით ლანჩავას თქმით, ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელია დოპლომატიური გზების გამოყენება, რომელიც სწორედ ცოდნასა და განათლებაზე გადის. მისივე განმარტებით, "აბრეშუმის გზა" არის ახალი მეგაპროექტი, რომელიც ცვლის მსოფლიოს ეკონომიკურ სურათს.

"მნიშვნელოვანია, სოხუმის უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტის, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობის მთავარი ინსტიტუციის წამოწევა. სტუდენტებს ავუხსენი, თუ რამხელა გლობალურ პროექტში უნდა ჩაერთონ იურისტები და ზოგადად, ადვოკატები. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი არსით, თავისი ფუნქციონალური დატვირთვით და იმ ხიდით, რომელსაც ის გააბამს სულ მალე თავის რეალურ სოხუმთან, რეალურ სივრცესთან, რასაც აფხაზეთი და სოხუმი ჰქვია.

სწორედ ერთადერთი გზა საქართველოს გამთლიანების გადის ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო გლობალურ პროექტებზე. დღეს არანაირი პოლიტიკა არ არსებობს ამ ძირითადი დიპლომატიური გზების გარდა. დიპლომატიურ გზებში იგულისხმება საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც ცოდნაზე, განათლებაზე და მომავლის ხედვაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება და შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

დავით ლანჩავას ლექციას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ ისაუბრეს და მას წარმატებები უსურვეს.

"დავით ლანჩავას, რომელსაც სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ, ვხედავ "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ", რადგან ის მაღალი კლასის იურისტია, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანია და დარწმუნებული ვარ დიდი შემართებით შეუდგება საქმეს და ძალიან წარმატებული თავმჯდომარე იქნება", - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა დალი გაბისონიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."