გიგა ბოკერია - ”ქართულ ოცნებაში” მეექვსე პარტიაც არის, ”კლდეკარის პარტია”, ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი

გიგა ბოკერია - ”ქართულ ოცნებაში” მეექვსე პარტიაც არის, ”კლდეკარის პარტია”, ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი

ქალბატონო ანა, მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ "ქართულ ოცნებაში" შემავალი ეს ხუთი პარტია ცალ-ცალკე არიან?! - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს.

"ქალბატონო ანა, მართლა ძალიან მიკვირს და იქნებ მეც ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ ეს ხუთი პარტია ცალ-ცალკე არიან?! არ ადევნებდით თვალყურს პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორი მძლავრი პარტები არიან? ეს არის რეალური კოალიცია. რატომღაც გამორჩათ მათ და მე მინდა გითხრათ, მეექვსე პარტიაც აქვთ, "კლდეკარის პარტია", ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი ჰყავთ. ოღონდ დიდი ლიპარიტია ის, რომელიც არ დამარცხებულა. კითხვა მაქვს თქვენთან სერიოზული, რაიმე დისკუსია ან დიალოგი ხომ არ ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ვიდრე მმართველი უმრავლესობა საჯაროდ წაგიყენებდათ პირობებს, თუ როგორი ვეტო უნდა დაედო პრეზიდენტს? ხომ არ უსაუბრიათ თქვენთან ამაზე, ვიდრე საჯაროდ წაგიყენებდნენ პირობას?, - მიმართა ბოკერიამ ანა დოლიძეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."