ნიკოლა სარკოზი: რუსეთს ისე უნდა მოვექცეთ, როგორ ნამდვილ პარტნიორს შეეფერება

ნიკოლა სარკოზი: რუსეთს ისე უნდა მოვექცეთ, როგორ ნამდვილ პარტნიორს შეეფერება

8 ივნისს რუსეთისთვის ”მისტრალის” შესაძლო მიყიდვა საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თავიანთ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს.

ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტთან თავის მართლებას შეეცადა და ”მისტრალის” თაობაზე საფრანგეთის გადაწყვეტილება განმარტა. ამ გარიგების პერსპექტივები თბილისს ძალიან აღელვებს: სამეთაურო-საშტაბო და სადესანტო ”მისტრალი” შეტევითი ოპერაციებისთვის არის განსაზღვრული. სარკოზიმ მოსკოვისთვის ამ სამხედრო ხომალდის მიყიდვას საფრანგეთის ”შეგნებული არჩევანი” უწოდა. ”თუ რუსეთისგან პარტნიორობას ველით უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში, მაშინ შესაბამისადაც უნდა მოვექცეთ, როგორც ნამდვილ პარტნიორს შეეფერება”,  - სარკოზის სიტყვებს საფრანგეთის ადმინისტრაციის პრესსამსახური ციტირებს. 

საქართველოს პრეზიდენტი ”მისტრალის” პრობლემასთან დაკავშირებით ვითარების განმუხტვას შეეცადა, ამიტომ სარკოზისთან შეხვედრის დროს მან საფრანგეთის საქართველოსადმი მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”მისტრალის” საკითხი რუსეთისა და საფრანგეთის ურთიერთობის თემაა. ”ჩვენ უფრო ის მხარდაჭერა გვაინტერესებს, რომელსაც ყოველგვარი პირობისა და ყოყმანის გარეშე საფრანგეთი გვიწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს ამ საკითხებზე, მაგრამ საფრანგეთი, მიუხედავად ევროპის კრიზისისა, ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენს რეგიონში და ეს მნიშვნელოვანია”, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ პრესას.

მომზადებულია inosmi.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე