"ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველზე მსვლელობას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" რუსთაველზე მსვლელობას მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია "გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად".

პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

მსვლელობის მონაწილეებს ხელში საპროტესტო ბანერები და საქართველოს დროშები უკავიათ.