"შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან საერთოდ მომკლან" - მიხეილ სააკაშვილი

"შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან საერთოდ მომკლან" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია "ახალი ძალების" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ "შესაძლოა მისი დეპორტაცია განახორციელოს ან საერთოდ მოკლას". ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ ხარკოვში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

"მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება. შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ... ან საერთოდ მომკლან, ეს არაა პრობლემა! მე ამის არ მეშინია", - განაცხადა სააკაშვილმა.

აქციის შემდეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მანქანისკენ მიემართებოდა, უცნობმა პირმა ხალხში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ახალი ძალების" ლიდერის ორგანიზებულ ანტიკორუფციულ აქციას 700-800 ადამიანი ესწრებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."