სერგეი ლავროვი - რუსეთი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დაცვას ყველანაირად დაუჭერს მხარს

სერგეი ლავროვი - რუსეთი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დაცვას ყველანაირად დაუჭერს მხარს

რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და დაეხმარება მას ამის დაცვაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსმა მშვიდობისმყოფელებმა, რუსეთის არმიამ არ დაუშვა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით გადაეჭრა "ტერიტორიული პრობლემა", როგორც ის მას უწოდებდა მიუხედავად ეუთო-ს გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ და მათ შორის ქართველი მშვიდობისმყოფელებიც, რომლებიც აგრესიული ქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიყვანეს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, "რუსეთი ყველანაირად დაუჭერს მხარს სამხრეთ ოსეთს მისი სუვერენიტეტის დაცვაში".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."