"დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს" - კახა კალაძე ალეკო ელისაშვილს

"დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს" - კახა კალაძე ალეკო ელისაშვილს

"დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს" - ამ სიტყვებით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ მიმართა.

"ალეკომ გამომიწვია დებატებში, დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს. წავიდეთ და ვითამაშოთ. გიორგის წავიყვან, კარში დავიყენებ, გავიყოთ და ვითამაშოთ" - აღნიშნა კალაძემ, რაზეც ელისაშვილმა უპასუხა:

"მე დებატებში ბევრთან ერთად არ გამომიწვევიხარ, იმედია კარგად ნახე ის ვიდეო. მე გამოგიწვიე პირისპირ დებატებში. მეორე ტურში, რომ დავჯდებით პირისპირ დებატებში, მერე ვითამაშოთ ფეხბურთიც".

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძე ტელედებატებში რამდენიმე კვირის წინ გამოიწვია. მან სოციალურ ქსელში სტადიონზე გადაღებული ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ კალაძე თუ დათანხმდებოდა ტელედებატებს, ის მზად იყო ამის შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატთან ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."