"ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო... ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო... ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პეტრო პოროშენკო გააფრთხილა, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან. შეგახსენებთ, დღეს კიევში, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კომენტარი გააკეთა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ზორიან შკირიაკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს და თითქოს ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო. მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ამზადებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" ისტორიაში როგორც მშვიდობიანი ამბოხების მაგალითი შევიდა.

"ჩემი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დადანაშაულება სისულელეა. ნუთუ მართლა ხალხს ხროვად თვლით და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს ვაკისრებ და ასევე ავაკოვს", -აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."