ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. კანდიდატების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კამპანიას უფრო აქტიურად მართავს და ცდილობს, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს, თუმცა არიან კანდიდატები, რომლებსაც საკუთარი პროგრამის შესახებ ფართო აუდიტორიის წინაშე ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ.

ამჯერად, Allnews.ge თბილისის მერობის ასეთი კანდიდატებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 13 კანდიდატიდან ხუთის საარჩევნო კამპანიისა და თუნდაც საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:

გიორგი ლილუაშვილი – "საქართველო"

პოლიტიკური პარტია "საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნებში მონაწლეობას პირველად არ იღებს. ლილუაშვილი პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს ჩაერთო, ამ პერიოდში ის "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ამავე პარტიის სახელით ის არჩევნებში შემდეგ წელსაც მონაწილეობდა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატიც იყო, 2014 წელს კი კენჭს თბილისის მერად იყრიდა.

2016 წლიდან გიორგი ლილუაშვილი პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს" თავმჯდომარე გახდა, ამავე წლიდან ის ეროვნული სამხედრო აკადემიის რექტორია.

მას განათლება რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში აქვს მიღებული. კერძოდ, დამთავრებული აქვს თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური კოლეჯის დაუსწრებელი განყოფილება, სპეციალობით "ეკონომიკა დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში," შემდეგ ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სადაც იურისტის კვალიფიკაცია მიიღო, მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გიორგი ლილუაშვილი ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაციის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლიდან თსსუ-ის დოქტორანტია.

მისი სამუშაო გამოცდილება როგორც იურისტის, ისე მედიკოსის კვალიფიკაციას უკავშირდება. საინტერესოა, რომ 2010 წელს გიორგი ლილუაშვილი მონაწილეობდა თსუ-ს რექტორის არჩევნებში რექტორის კანდიდატად.

ლილუაშვილი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული აკადემიის თანამშრომელი, ისე მოგვიანებით ერთ-ერთი სამედიცინო სასწავლებლის ლექტორი და იურისტიც გახდა.

მოგვიანებით მან მუშაობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტად გააგრძელა, შემდეგ ერთ-ერთი კერძო კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტშიც მუშაობდა.

ნიკოლოზ სანებლიძე – "ტრადიციონალისტები"

ნიკოლოზ სანებლიძე თბილისის მერობის უხუცესი კანდიდატია. ის ამჟამად 59 წლისაა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. რაც შეეხება სანებლიძის სამუშაო გამოცდილებას, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი თსუ-ს თანამშრომელი და საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

ნიკოლოზ სანებლიძე 1990-91 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო." ამჟამად, ის ქართველ "ტრადიციონალისტთა" კავშირის წევრია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."