საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული

საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 13 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღეს - 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული

1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.

შუალედური ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, "ქართულმა ოცნებამ" ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, "ევროპულმა საქართველომ" - 931,083.95 ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 108,149.21 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" - 63,142.00 ლარი, "ახალმა საქართველომ" - 35,100.00 ლარი, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.

როგორც შუალედური ანგარიშშია ნათქვამი, შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით.

ანგარიშის თანახმად, ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის "ევროპული საქართველოს" შემომწირველი, ხოლო 18 - "ქართული ოცნების". პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის "ქართული ოცნების", ხოლო 8 - "ევროპული საქართველოს" შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია "ევროპული საქართველოს" 10 და "ქართული ოცნების" 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.

"მონიტორინგის სამსახური კვლავ განაგრძობს მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც ყველა საკითხზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას, რადგან სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური ფინანსების სრული გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენებას როგორც საარჩევნოდ, ისე არასაარჩევნო პერიოდში", - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული.

"შემოსავლებით პირველ ადგილზე არის "ქართული ოცნება", მეორეზე "ევროპული საქართველო" და მესამე "პატრიოტთა ალიანსი". ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი გვყავს დაბარებული და დღესაც ხდება გამოკითხვა", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."