ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”

ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”

როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონს "ქართული ოცნება" მიიღებს შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე აზრით, "ქართულ ოცნებას" სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს დახაჯული არალეგალურად.

"აქედან ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფავორიტი კომპანიების შავი ფულია, ნაწილი - ბიზნესისათვის დაშინებით ხარკად შეწერილი ხარკი", - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, ოპიზიციონერი დეპუტატის თქმით, "ის მწირი თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენები "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი".

"გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის პარტიის მთავარი ოფისი აეროპრტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციის კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად," - აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, დეპუტატ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, პარტიას თანხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეწირა, დეპუტატებმა კი მნიშვნელოვანი სესხიც აიღეს.

"საქმე გვაქვს კოლოსალურ დისბალანსთან, როცა 90%-ზე მეტი ყველა შემოწირულობისა მიემართება ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. არაერთი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ ხშირად რამდენიმე დღის შექმნილი კომპანიები, რომლებიც უტენდეროდ იღებენ კონტრაქტებს, შემდეგ ახდენენ შემოწირულობებს "ქართული ოცნების" მისამართით და ეს არის კორუფცია", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, პარტიას დაახლოებით 13 000 წევრი ჰყავს და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა.

"ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოტივირებული წევრები გვყავს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, ზოგმა - 500, ზოგმა 1 000 ლარი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე", - განაცხადა კანდელაკმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, "ქართულმა ოცნებამ" ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, "ევროპულმა საქართველომ" - 931,083.95 ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 108,149.21 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" - 63,142.00 ლარი, "ახალმა საქართველომ" - 35,100.00 ლარი, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - "რეზიუმეს" სტუმრები არიან ალექსანდრე გოგინავა და გურამ მაჭარაშვილი