მაქვს ინფორმაცია, რომ სურთ გატეხონ ჩემი ოფიციალური Facebook-ი და დაწერონ, თითქოს კანდიდატურა მოვხსენი - ალეკო ელისაშვილი

მაქვს ინფორმაცია, რომ სურთ გატეხონ ჩემი ოფიციალური Facebook-ი და დაწერონ, თითქოს კანდიდატურა მოვხსენი - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კონტროლირებადი ვებგვერდებიდან ჰაკერული თავდასხმის მეშვეობით მისი ოფიციალური Facebook გვერდის გატეხვა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იგეგმებოდა.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ეს არის სიცრუე და ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს.

. სურთ, რომ გატეხონ ჩემი ოფიციალური Facebook გვერდი და დაწერონ ინფორმაციის სახით, თითქოს მე მოვხსენი კანდიდატურა, რომ ხალხი და კონკრეტულად ჩემი ამომრჩეველი დააბნიონ და შეცდომაში შეიყვანონ. ეს არის სიცრუე. მე არ მოვხსნი კანდიდატურას და მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალური აქტიურობისკენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხოს ხმების მითვისება და არჩევნების გაყალბება", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."