ზაზა ხუციშვილის თქმით, მარნეულში მომხდარი ფაქტი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა

ზაზა ხუციშვილის თქმით, მარნეულში მომხდარი ფაქტი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა

"ქართული ოცნების" დეპუტატის ზაზა ხუციშვილის აზრით, ის, რაც მარნეულში მოხდა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ეკისრება და სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას.

"გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე ის, რაც უკრაინაში ხდება, ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის "ნაციონალური მოძრაობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ყველას კარგად ესმის, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნების" წარმატება არის გარდაუვალი და სწორედ "ქართული ოცნებაა" დაინტერესებული წინასაარჩევნოდ იყოს მშვიდი გარემო.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ თავდასხმას ნუ განიხილავენ პოლიტიკურ ჭრილში.

"მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას, ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."