რა კომენტარს აკეთებს მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე

რა კომენტარს აკეთებს მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარნეულში, "ქართულ ოცნებაში" შიდაპარტიულ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ვარაუდს, რომ გუშინ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი ფაქტი შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით, აბაზოვმა ამ კითხვას არ უპასუხა. მერობის კანდიდატი ამ წუთებში მარნეულში "ჯეოჰოსპიტალში" დაჭრილების მოსანახულებლად იმყოფება.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება ინციდენტს, ვინაიდან თავად შს მინისტრია ჩართული საქმის გამოძიებაში, თუ რა მოხდა უმოკლეს ხანებში გახდება ცნობილი", - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან გუშინ დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."