"მარნეულში "ქართული ოცნება" სამად არის გაყოფილი" - "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე

"მარნეულში "ქართული ოცნება" სამად არის გაყოფილი" - "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე

"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ყიზილაჯლოს "ქართული ოცნების" შტაბში გუშინ მომხდარ ფაქტს შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იმამკულიევმა განუცხადა, მარნეულში სულ რაღაც ორი თვის წინ შეიცვალა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, რამაც პარტიაში გამოიწვია დაპირისპირება.

"თავდაპირველად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იყო ამირან გიორგაძე, თუმცა ორი თვის წინ ჩაანაცვლეს თემურ აბაზოვით. მარნეულში "ქართული ოცნება" სამად არის გაყოფილი, ერთი არის გიორგაძის მხარე, მეორე - აბაზოვის, მესამე კი დეპუტატების, რომლებსაც ნდობა უკვე დაკარგული მოსახლეობაში. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და რა ჭორებიც დადის, ის არის რომ მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია დაპირისპირება ამ სამ ფრთას შორის. პერიოდულად, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" შტაბში ხშირად არის კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება და ა.შ. ჩვენ როგორც ვიცით, დაპირისპირებული მხარეები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ", - განაცხადა იმამკულიევმა.

ამასთან, მან გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და განაცხადა, რომ მომხდარი ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაურასების შედეგია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."