"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" უნდა იყოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რომელიც იქნება უძლიერესი თავისი დამოუკიდებლობით, თვითრეგულირებით და კომუნიკაციით საზოგადოებასთან - სწორედ ამიტომაც არის ჩვენი პრიორიტეტები გახსნილობა, ხელმისაწვდომობა და ხალხთან თანამშრომლობა, - ამის შესახებ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დავით ლანჩავა სასტუმრო "მუზეუმში" სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის ექიმებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს, იურისტებს და უნივერისტეტის პროფესორებს შეხვდა, სადაც დისკუსიის დროს, ადვოკატის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და მისი, როგორც კანდიდატის პროგრამა გააცნო.

როგორც ლანჩავა განმარტავს, ადვოკატი არის ძალიან მაღალი რანგის განათლებული ადამიანი, რომელსაც აქვს იმის ნიჭი და უნარი, რომ თავისი ინტელექტით იბრძოლოს ნებისმიერი დაბრკოლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომაც, აუცილებელია, ახალი განვითარება, ახალი ხედვა და ადვოკატის სტატუსის კიდევ უფრო წინ წამოწევა.

"ეს იყო ინტერაქტიული, ახლებური სტილის შეხვედრა, სადაც ფინჯან ყავაზე ვმსჯელობდით როგორ უნდა განვითარდეს ადვოკატთა ასოციაცია. მაგალითი უნდა შევქმნათ იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაცია იყოს პირველი ინსტიტუციონალური გაერთიანება, რომელსაც საზოგადოება აქტიურად დაუჭერს მხარს და საზოგადოების ტრანსპარანტულობა, ისევე როგორც ჩვენი ტრანსპარანტულობა, იქნება მისაბაძი მართლმსაჯულების ყველა ორგანოსთვის. ძალიან დადებითი ემოციებით დავიმუხტეთ ყველანი იმიტომ, რომ როგორც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა, ისევე ადვოკატებმა ვიგრძენით ერთმანეთის საჭიროება და ანგარიშვალდებულება. სწორედ ასე იწყება სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მომავალზე, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი წარმოვადგენთ", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

კითხვა-პასუხის ფორმატის შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დისკუსიის მონაწილეებმა დავით ლანჩავას მხარდაჭერა აღუქვეს და წარმატებები უსურვეს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელის არჩევნებში გამარჯვებისთვის.

"დარწმუნებული ვარ,დავით ლანჩავა, როგორც კარგი მენეჯერი და გამოცდილი ადვოკატი, ზუსტად შეასრულებს იმ დაპირებებს,რომელიც არის მის საარჩევნო პროგრამაში. ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად არის მორგებული და შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც დღეს აქტუალურია ადვოკატთა ასოციაციაში. ცვლილებები მიმართულია ორგანზიაციის წინსვილსკენ, რაც მეტი პერსპექტივის მომცემი იქნება თითოეული ადვოკატისთვის", - განაცხადა ადვოკატმა გია ფოლადიშვილმა.

"დავით ლანჩავას პირველ რიგში, იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ის არის ჭკვიანი, ენერგიული, მიზანდასახული და არაჩვეულებრივი ადამიანი. პროფესიული კუთხით, როგორც ექიმს, მისი იმედი მაქვს იმიტომ, რომ უფრო მეტად მინდა ვიყოთ დაცულები. დარწმუნებული ვარ, დათოს გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოების ყველა წევრი ვიქნებით მაქსიმალურად დაცულები", - განაცხადა სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ახალშობილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბოცვაძემ.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."