პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა - "სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე"

პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა - "სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე"

დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება, ამიტომ უნდა იყოთ ძალიან აქტიურები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა.

ქვეყნის პირველი პირი არჩევნებზე მარტო მივიდა.

"მივესალმები დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს და ამომრჩევლებს და ყველას მოგიწოდებთ, იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოფითი პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ თვითმართველობაზე, უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, იმას, რაც უნდათ თავის სოფელში, თავის უბანში, თავის ქალაქში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, "თვითმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას".

"მათ უნდა მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს. რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

"მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, შემდეგნაირად გამოვიყენე: ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე. ეს იყო ჩემი არჩევანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."