კახა კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა

"მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც თბილისის მე-3 ოლქის 64-ე საარჩევნო უბაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

"ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ის დღეს ჟურნალისტების წინაშე ბოლოჯერ თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ამას გადაწყვეტს დედაქალაქის მოსახლეობა და საღამოს ყველაფერი გახდება ცნობილი.

კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, კალაძის განცხადებით, ნორმალურად, კარგად.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."