ზაალ უდუმაშვილი ამომრჩევლებს - თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს

ზაალ უდუმაშვილი ამომრჩევლებს - თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს

დღეს ნამდვილად კარგი, საარჩევნო ამინდია და მობრძანდით ყველა არჩევნებზე, - ამის შესახებ თბილისის მერობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მან საკუთარი არჩევანი დიდუბეში, მე-12 უბანზე დააფიქსირა.

"მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს. თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ. ნამდვილად კარგი საარჩევნო ამინდია დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."