ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მე-16 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები აცხადებენ, სკოლის ვიდეო კამერები, რომელიც დერეფანშია განთავსებული, შეფუთულია.

"ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უბნის ტერიტორიაზე აგიტაციაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც "ქართულ ოცნებაში" კატეგორიულად უარყოფენ.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ სკოლის კამერების მდგომარეობა განათლების სამინისტროსა და თავად სკოლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო უბანს, იქ კამერები შეფერხების გარეშე მუშაობენ და #16 საარჩევნო უბანზე არანაირი აგიტაცია არ მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."