ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა

ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა

მე და ჩემმა ოჯახმა მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონში, 45-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ქალაქის გადარჩენას, ვინაიდან ქალაქი არის მძიმე დღეში. ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა, კორუფციის ჭაობშია და აუცილებელია ცვლილება. სუფთა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს ცვლილება. მე და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ და მხარი დავუჭირეთ ცვლილებას. უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი. მე მჯერა, რომ ამ საღამოს შევიტყობ სწორედ ქალაქის გადარჩენის შესახებ ამბავს და შედეგები იქნება სწორედ ცვლილების სასარგებლოდ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მეორე ტურთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის გამარჯვებისთვის იბრძვის და სჯერა ამომრჩევლის სიბრძნის.

ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."