ენმ-ის ინფორმაციით, თეთრიწყაროში პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატის ავტომობილს სავარაუდოდ, გენინსპექციის ავტომობილი მიზანმიმართულად დაეჯახა

ენმ-ის ინფორმაციით, თეთრიწყაროში პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატის ავტომობილს სავარაუდოდ, გენინსპექციის ავტომობილი მიზანმიმართულად დაეჯახა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო აბულაძის ავტომობილს, სავარაუდოდ, გენინსპექციის ავტომობილი მიზანმიმართულად დაეჯახა.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ შემთხვევა თეთრიწყაროს #1 საარჩევნო უბანზე დაფიქისრდა. ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ხდებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ პირთა მობილიზება, რაც შენიშნა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და შეკრებილ პირებს განუმარტა, რომ აღნიშნული ქმედება კანონდარღვევას წარმოადგენდა, რასაც მოჰყვა პირთა გაღიზიანება, მოგვიანებით კი ნინო აბულაძის ავტომობილს უკნიდან ვერცხლისფერი "შკოდა" დაეჯახა.

პარტიაში აღნიშნულს მიზანმირთულ ქმედებად აფასებენ და შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ნინო აბულაძეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."