"ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია მოიპარა" - ინციდენტი თელავში

"ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია მოიპარა" - ინციდენტი თელავში

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი ბენო გეგეჭკორი მე-6 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია უნებართვოდ აიღო.

"ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს", - განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ აგიტატორს მხარდამჭერების მოზიდვის უფლება აქვს, შესაბამისად, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის წარმოებას და ხმების მოზიდვას ქართული კანონმდებლობაც არ კრძალავს.

გეეგჭკორი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ნუ ჩაერევიან იმ ფორმით, რაც ხელს შეუწყობს პროვოკაციების მოწყობას.

აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."